ანალემა

ანალემა
ანალემა თბილიში 2007/2008

понедельник, сентября 15, 2008

Refleqtor-პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი-”რეფლექტორი”


ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი ორბიტაზე გავიდა 1999 წლის 23 ივლისს. წარმატებული გამოცდის შემდეგ, 28 ივლისს ქართული კოსმოსური ობიექტი, სახელწოდებით “რეფლექტორი”, ჩამოსცილდა სადგურ “მირ”-ს და გადავიდა დამოუკიდებელ, წრიულ თანამგზავრულ ორბიტაზე. ქართული კოსმოსური ობიექტის – “რეფლექტორის” შექმნას საფუძვლად დაედო სამხედრო მეცნიერებათა დოქტორის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის გამოგონება, რომელიც დღეს აღიარებულია მსოფლიოში. ქართველი მეცნიერის გამოგონების მიხედვით (გამოგონების რეგისტრაციის N WO 03/003517 A1) ევროპული კოსმოსური სააგენტო ქმნის დიდი ზომის გასაშლელ კოსმოსურ პარაბოლურ ანტენას, რომელიც უმთავრესი ინსტრუმენტია არა მარტო ახალი თაობის საკომუნიკაციო თანამგზავრებისა, არამედ სამხედრო ორბიტული სისტემის შესაქმნელად. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ელგუჯა მეძმარიაშვილის გამოგონებების მიხედვით მრავალი სამხედრო-სტრატეგიული პროგრამები სრულდებოდა, რომელიც გამიზნული იყო, როგორც ბალისტიკური რაკეტების სტარტის ადრეული და წყალქვეშა ნავების გადაადგილების აღმოჩენის თანამგზავრების, ასევე მიწისზედა სამხედრო-საინჟინრო რადიოტექნიკური კომპლექსების ასაგებად. ელგუჯა მეძმარიაშვილის ათეულობით გამოგონებებიდან, ასევე საინტერესოა სრულიად ახლებური მიდგომა სამხედრო სწრაფადასაგები ხიდების შექმნისა, რომელსაც ბიონიკის პრინციპები უდევს საფუძვლად (გამოგონების რეგისტრაციის N WO 98/41692).

Комментариев нет:

ჩემ შესახებ

Моя фотография
თბილისი, საქართველო, Georgia