ანალემა

ანალემა
ანალემა თბილიში 2007/2008

понедельник, февраля 09, 2009

ეროვრნული სასწავლო გეგმის შესახებ

თბილისის 199-ე საჯარო სკოლა-ინტერნატის ფიზიკის მასწავლებლი
ჯემალ კიკნაძე
8 თებერვალი, 2009 წ.

ეროვრნული სასწავლო გეგმის შესახებ
http://ganatleba.org/index.php?m=102

საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრებები დაბეჭდილია გაზეთში ”ახალი განათლება” (10-16 თებერვალი, 2005 წელი, #4 (259) გვ. 4,
იხ. http://jkiknadze.blogspot.com/2009/01/blog-post_13.html ),
სადაც ეჭვს გამოვთქვამდი საბაზო სკოლაში როგორც იტეგრირებულ სწავლებაზე, ასევე საბუნებისმეტყველი საგნების ტრიმესტრულ სწავლებაზე.



სამწუხაროდ ჩემი ეჭვები სრულიად გამართლდა! ეს გამოჩნდა 6 თებერვალს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სემინარზე, სადაც ყველა გამომსვლელი ინტეგრირებულ და ტრიმესტრულ სწავლებას არგუმენტირებულად უარყოფითად აფასებდა. აგრეთვე ეს ჩანს იმ დასკვნებიდანაც (მთლიანად ვეთანხმები), რომელიც მოამზადეს და უკვე წარადგინეს განათლების სამინისტროში თბილისის სსიპ ი. ჯავახისვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ბატონმა დოქტ. ლევ გეონჯიანმა და ქალბატონმა დოქტ. მარიამ ლომოურმა (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ელექტრონიკის მიმართულება).

1997 წელს საქართველოს განათლების სამინისტრომ მიიღო ფიზიკაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სახელმწიფო სტანდარტი (საბაზო სკოლა VII-IX კლასები). ამ სტანდარტის როგორც ფორმამ, ასევე შინაარსმა მრავალი შეკითხვა დაბადა. მეთოდისტთა და პრაქტიკოს მასწავლებელთა ზოგიერთმა ჯგუფმა საბაზო სკოლის სტანდარტის ალტერნატიული ვარიანტებიც მომზადა. საქართველოს ფიზიკოს-პედაგოგთა ასოციაციამ და ჟურნალ ”ფიზიკა და მატემატიკა სკოლაში” რედაქციამ გადაწყვიტა მათი გამოქვეყნება, რომ მასწავლებლები გაცნობიდა მათ და გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები. ამ მიზნით დაიბეჭდა ერთ-ერთი ასეთი პროექტი, რომელიც მომზადებული იყო ავტორთა ჯგუფის მიერ: ჯემალ კიკნაძე, ილია ლომიძე, ადელაიდა ნიკოლაიშვილი, რუსუდან ქანთარია, ლეილა ჩიჩუა, ნაზი ცომაია.
იხ. ჟურნალი ”ფიზიკა და მათემატიკა სკოლაში” # 114, 1998 წ., სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტი ფიზიკაში, საბაზო სკოლისათვის (VII-IX კლ), პროექტი.

ცხადია, მაშინ ჩვენ გავეცანით ამ საქმიანობაში სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას: 1. Разумовский В. Г. Государственный стандарт США по физике для общеобразовательной школы. физика в школе, № 3, 1996.
2. National Coals for Education. U.S. Departament of Education, Washington, D.C. July, 1990.
3. A High School Framework for national Scince Eduction Standarts. Eduuted by Bill G. Aldridge. National Sciance Teacher Associaation, 1995.
4. Разумовский В. Г. Государственный стандарт образования супердержавы мира к 2000 г.// Педагогика, 1993, № 3.
5. Временный государственный общеобразовательний стандарт. Общее среднее образование. физика. М.: Министерство образования РФ, ИОШ РАО, 1993.
და სხვ.
გავარკვიეთ, რომ აშშ-ს სასკოლო რეფორმა ითვალისწინებდა 2000 წლისათვის პრაქტიკულად საყოველთაო 12 წლიან საშუალო სწავლებაზე გადასვლას და ამასთან ერთად ისახავდა ამოცანას, საშუალო სკოლის კურსდამთავრებულების მომზადების დონე მათემატიკისა და საბნებისმეტყველო საგნებში მსოფლიოში ყველაზე მაღალი რომ ყოფილიყო (2).

მე როგორც ზემოთ ხსენებული სტანდარტის პროექტის თანაავტორი ვფიქრობ, რომ ჩვენი ნაშრომი შინაარსითა და სტრუქტურით არა მარტო მკვეთრად განსხვავდება ამჟამინდელი ეროვნული სასწავლო გეგმის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საბუნებისმეტყველო საგნების სტანდარტისაგან, არამედ უფრო მაღალი ხარისხისაა. თუმცა საკითხების უმრავლესობა ერთნაირია. სამწუაროდ იგი თავის დროზე არ გაითვალისწინეს! მაგრამ თუ გადაწყდება ”კონცეპტუალურად ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავება-საუნივერიტეტო სტანდარტის, პეციალიზებული სკოლების, მოწინავე სკოლების მოთხოვნების გათვალისწინებით” (დოქტ. ლევ გეონჯიანი, დოქტ. მარიამ ლომოური), მაშინ ჩვენი გუნდის გამოცდილების გაზიარებაც კარგი იქნება.

განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ეროვნული სასწავლო გეგმის (აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საბუნებისმეტყველო საგნების სტანდარტისა და სახელმძღვანელოების) უბრალო ”კორექტირება” საქართველოს განათლების სისტემაში არსებულ მდგომარეობას (იხ. ანალიტიკური მოხსენება, ერთიანი ეროვნული გამოცების შედეგების სტასისტიკური შეფასების ანგარიში. ავტ.: პროფ. რომან ჯობავა, დოქტ. ლევ გეონჯიანი და დოქტ. მარიამ ლომოური) ვერ გამოასწორებს! ამიტომ საბუნებისმეტყველო საგნების პროგრამის დეტალურ განხილვას არ შევეცდები, მაგრამ საბუნებისმეტყველო საგნების სტანდარტის ერთ-ერთ დიდ ნაკლოვანებას აღვნიშნავ, რომ საერთოდ უგულებელყოფილია საბუნებისმეტყველო საგნების კაბინეტების აღჭურვილობის ნორმატული მოთხოვნები (სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა). აბა როგორ შეიძლება იმ მიზნების მიღწევა რაც დასახულია ამ სტანდარტის მიერ?

აქ ხომ თითქმის ყველგან მითითებულია
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: გეგმავს და ატარებს ცდებს ..., მოსწავლე ექსპერიმენტულად იკვლევს ..., შესაბამისად საუბარია შეგნებულ ცოდნაზე და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე და ა. შ.სამწუხაროდ ამის შესახებ უნივერსიტეტშიც არავის აღუნიშნავს (6 ნოემბერი 2009წ.) და თითქმის არავინ არ საუბრობს იმ მოსაზრებით, რომ ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული!

პროგრამის შინაარსში არსად არაა მითითებული საათების რაოდენობა, აუცილებელად ჩასატარებელი დემონსრაციების სია და არც საორეანტაციო ლაბორატორიული სამუშაოებისა და ცდების ჩამონათვალი.
ამ მხრივ საინტერესოა: http://mon.gov.ru/work/obr/dok/obs/prog/16-o.doc
აქ მოცემულ საორიენტაციო (სამაგალითო) პროგრამებს ვერც კი შევადარებთ ეროვნულ სასწავლო გეგაში გადმოცემულ პროგრამის შინაარს...
p.s. ერთი წლის წინ განათლების სამინისტრომ 35 სკოლის (მათ შორის ჩვენი) საბუნებისმეტყველო საგნების კაბინეტების აღჭურვილობისათვის შეიძინა ზოგიერთი ხელსაწყო-იარაღები (როგოც მომწოდებელმა გვითხრა ინდოეთიდან), მაგრამ არცერთ ხელსაწყოს არ ახლავს ინსტრუქცია და გამოყენების მეთოდიკა! მათ შორის უმრავლესობა უხარისხოა და უკვე დაზიანებულიც ... 

Комментариев нет:

ჩემ შესახებ

Моя фотография
თბილისი, საქართველო, Georgia