ანალემა

ანალემა
ანალემა თბილიში 2007/2008

воскресенье, марта 11, 2012

ერსტედის ცდა-ფუნდამენტური ექსპერიმენტი




ზოგჯერ მეცნიერების განვითარებას ხელს უშლის გაბატონებული მეცნიერული შეხედულება. ალბათ ასე მოხდა, როდესაც უკვე შექმნილი იყო ვოლტას ბატარეა, შესაძლებელი გახდა დიდი დროის განმავლობაში ელექტრული დენის მიღება და აღმოეჩინათ კავშირი ელექტრულ და მაგნიტურ მოვლენებს შორის.


ამ შესაძლებელი მჭიდრო კავშირის შესახებ დასაშვებად მიაჩნდათ ჯერ კიდევ პირველ მკვლევარებს, იმ გასაოცარი ანალოგიის საფუძველზე, რომელიც არსებობდა ამ მოვლენებს შორის. მაგრამ ჯერ კარდანი, ხოლო შემდეგ უილიამ გილბერტი ამას ცრუ აზრად მიიჩნევდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ ამ ორი მოვლენის განსხვავებას. მაგრამ ეს ვარაუდი XVIII საუკუნეში კვლავ წამოიჭრა დიდი ალბათობით, როდესაც დადგენილი იქნა ელვის დამამაგნიტებელი მოქმედება, ხოლო ფრანკლინმა და ბეკარიმ შეძლეს დამაგნიტება ლეიდენის ქილის განმუხტვისას.



ინტენსიური ძიების მიუხედავად აღმოჩენამ დააგვიანა მთელი ოცი წლით. ამის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ იმ დროისათვის ყვლა ძალებს ნიუტონისეულად განიხილავდნენ, ე. ი. როგორც ძალები, რომლებიც მოქმედებდნენ მატერიალურ ნაწილაკებს შორის მათი შემაერთებელი წრფის გასწვრივ. ამიტომ მკვლევარები ცდილობდნენ აღმოეჩინათ ამ სახის ძალები და ქმნიდნენ ისეთ მოწყობილობებს, რომელთა საშუალებითაც ვარაუდობდნენ მაგნიტური ისრისა და დენის მიზიდვა - განზიდვას ან  ცდილობდნენ ფოლადის ნემსის დამაგნიტებას მასში დენის გატარებით.

1820 წლის 21 ივლისს დანიელმა ფიზიკოსმა განს ქრისტიან ერსტედმა (1777-1851) ლათინურ ენაზე ოთხ გვერდზე (ლაკონურად) გამოაქვეყნა თავისი აღმოჩენის შესახებ: ("Exsperimenta circa effectum coflictus eleqtrici in acum magneticam") "ცდები, რომლებიც ეხება ელექტრულ კონფლიქტს მაგნიტურ ისარზე". ეს არის ფუნდამენტური ექსპერიმენტი ელექტრომაგნეტიზმის შესახებ, რომელიც ამტკიცებს, რომ მერიდიანის გასწვრივ სწორხაზოვან გამტარში გამავალი დენი გადახრის მაგნიტურ ისარს. ამ აღმოჩენამ მეცნიერების ყურადრება მიიპყრო არა მარტო იმით, რომ გადაწყდა დიდიხნის პრობლემა, არამედ იმითაც, რომ აღმოჩნდა არანიუტონისეული ძალები. ამ ფაქტის მნიშვნელობას ხვდებოდნენ მაშინაც, მაგრამ სრულყოფილად გააზრებული იქნა მოგვიანებით. ერსტედის ექსპერიმენტმა გამოიწვია პირველი ბზარი სამყაროს ნიუტონისეულ მოდელში.



Комментариев нет:

ჩემ შესახებ

Моя фотография
თბილისი, საქართველო, Georgia