ანალემა

ანალემა
ანალემა თბილიში 2007/2008

четверг, января 15, 2009

ბრუნავს

”ის მაინც ბრუნავს“


საუკუნეების მანძილზე გავრცელებული მძაფრი კამათის ერთ-ერთი მიზეზი მოძრაობის ფარდობითობა იყო.


ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ადამიანები აკვირდებოდნენ ციური სხეულების, უპირველეს ყოვლისა, მზის, მთვარისა და ვარსკვლავების მოძრაობას ცაზე. აქედან გამომდინარე, ვარაუდობდნენ, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრში მყარადაა მოთავსებული და ყველა ციური სხეული მის გარშემო მოძრაობს. იმავე დროს ციური სხეულების მოძრაობაში სხვადასხვა კანონზომიერება შეიმჩნეოდა და მათ თესვისა და მოსავლის აღების დროთა განსაზღვრისათვის იყენებდნენ. ეს ფაქტები და თავისი შემდგომი მეცნირული მიღწევები ალექსანსდრიაში მოღვაწე ბერძენმა მეცნიერმა კლავდიუს პტოლომეუსმა (100_165 წ.წ.) დაახლოებით 150 წ. (ქრისტეს შობიდან-ახალი წელთაღრიცხვა) შეაჯამა ნაშრომში, რომელსაც “მეგალის სინტაკსის” (დიდი მათემატიკური წყობა) დაარქვა. შემდეგში მას არაბებმა “Almagest” უწოდეს.


მან ამ ნაშრომში აღწერა სამყაროს გეოცენტრული სისტემა, რომლის მიხედვითაც დედამიწა სამყაროს ცენტრში მდებარეობს და ყველა სხვა ციური სხეული მის გარშემო წრიულ ორბიტაზე მოძრაობს. იმ დროს არსებული ასტრონომიული დაკვირვებების მთელი რიგი შემდეში წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა. ამის გარდა, აღმოჩენების ეპოქაში გამოთვლების სიზუსტე ზღვაოსნობისა და კალენდრისათვის საკმარისი აღარ იყო.

ამ პრობლემის გადასაჭრელად პტოლომეუსის მიერ შექმნილი სამყაროს სურათი გაფართოვდა. შუა საუკუნეებში გაჩნდა ეჭვი უფრო და უფრო გართულებული გეოცენტრული მსოფლმხედვლობის მიმართ.

პოლონელმა მეცნიერმა ნიკოლოზ კოპერნიკმა (1473_1543 წ.წ.) პირველმა აიტაცა ადრე გამოთქმული ცალკეული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ არა დედამიწა, არამედ მზე მდებარეობს, როგორც ცენტრალური ვარსკვლავი პლანეტთა სისტემის ცენტრში და ყველა პლანეტა მის გარშემო წრიულ ორბიტაზე მოძრაობს. კოპერნიკი ამ იდეას თითქმის 20 წლის მანძილზე ამუშავებდა მათემატიკურად ჰელიოცენტრული შეხედულების მიღებამდე.


ჰელიოცენტრული მსოფლმხედველობის ცნობილი წარმომადგენელი იყო გალილეო გილეი, რომელიც საკუთარი გამოთვლების საფუძველზე დარწმუნდა ამ მსოფლმხედველობის სისწორეში. აქედან გამომდინარე, ცნობილი სწავლული ეკლესიას და მის მიერ გეოცენტრული მსოფლმხედველობის აშკარა აღიარებას დაუპირისპირდა.
1633 წელს ინკვიზიციის სასმართლოს მიერ გალილეი იძულებული გახდა რომში საჯაროდ ეთქვა უარი ჰელიოცენტრულ მსოფლმხედველობაზე. ლეგენდის თანახმად მას სასამართლოდან გამოსვლისას უთქვამს: “და ის მაინც ბრუნავს!”

1992 წელს მოხდა გალილეის რეაბილიტაცია.

Комментариев нет:

ჩემ შესახებ

Моя фотография
თბილისი, საქართველო, Georgia