ანალემა

ანალემა
ანალემა თბილიში 2007/2008

среда, января 28, 2009

ფრანკლინის ბორბალი


ხელსაწყოები და მასალები:

1. ლითონის ფურცლისაგან გამოჭრილი ჯვრის ფორმის, წამახვილებულ ბოლოებიანი ფირფიტა
2. იზოლატორ სადგამზე ვერტიკალურად დამაგრებული ნემსი
3. გამტარი (მავთული)
4. ელექტროფორული მანქანა


ექსპერიმენტის ჩატარება

სადგამიან ნემსის წვერზე ჰორიზონტალურად ვამაგრებთ ჯვრის ფორმის ფირფიტას. გამტარით ნემსს ვაერთებთ ელექტროფორული მანქანის ერთერთ ბურთულასთან და ვაბრუნებთ მანქანის სახელურს.

შედეგი

ჯვრის ფორმის ფირფიტა სადგამზე, ე. წ. ფრანკლინის ბორბალი იწყებს სწრაფად ბრუნვას.

ახსნა

ცნობილია, რომ განსაკუთრებით, ელექტრული მუხტების დიდი სიმკვრივე იქმნება ლითონის წვერიან ადგილებზე. ჰაერის მოლეკულები ამ ადგილებში განიცდიან იონიზაციას და წარმოიქმნება იონების ნაკადი, რომელიც მიმართულია გამტარის წვერიდან. ამ დროს იქმნება რეაქცია, რაც იწვევს ფრანკლინის ბორბალის ბრუნვას.

გამოყენება

ელექტროსტატიკის სადემონსტრაციო ექსპერიმენტებში სასწავლო მიზნით.
Категория: Образование

Теги: ექსპერიმენტი

Комментариев нет:

ჩემ შესახებ

Моя фотография
თბილისი, საქართველო, Georgia